სამომხმარებლო შეთანხმება:

  • შეკვეთა მიიღება მინიმუმ 24 საათით ადრე.
  • ადგილზე მიტანას ვახორციელებთ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში 24/7. (შეკვეთისას მონიშნეთ სასურველი ლოკაციის უახლოესი ქალაქი ან დაუკავშირდით მენეჯერს)
  • თუ შეკვეთის შესასრულებელი დრო 24 საათზე ნაკლებია, ან გსურთ ინდივიდუალური შეკვეთა, დაგვიკავშირდით ვაჟა-ფშაველას 1-ში ტელ.: +995(571)93 11 88;
  • ყვავილების სალონი უფლებას იტოვებს შეკვეთაში ყვავილის და შესაფუთი მასალის ჩანაცვლებას იმ პირობით, რომ საერთო დიზაინი, ფერი და ფასი იქნება შენარჩუნებული.
  • უფლებას ვიტოვებთ თაიგული დავუტოვოთ მესამე პირს (მეზობელს ან კოლეგებს) და შეკვეთა ითვლება შესრულებულად. თუ ადგილზე მიტანა ვერ მოხერხდა ინფორმაციის უზუსტობის გამო ამ შეთხვევაში შეკვეთა ითვლება შესრულებულად. თაიგული შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენს სალონში 24სთ.-ის მანძილზე.
  • მიუთითეთ ტექსტი, რომელიც ბარათის სახით დაერთვება თქვენს მიერ არჩეულ თაიგულს.
  • გაცნობებთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც გადმოგვეცემა თქვენი შეკვეთის განსახორციელებლად, კონფიდენციალურია და არ ექვემდებარება მესამე პირზე გადაცემას.

 

ინსტრუქცია:

  1. მაღაზია
    1. მაღაზიაში შესვლა
    2. პროდუქტების ჩამონათვალი და სორტირება
    3. პროდუქტის შიდა ხედი
    4. პროდუქტის დამატება კალათში
  2. კალათი
    1. კალათის გადახედვა და რედაქტირება
    2. შეკვეთაზე გადასვლა
  3. შეკვეთა
    1. შეკეთის ფორმები
    2. ადგილზე მიტანის სერვისი
    3. თანხის გადახდა
  4. უკუკავშირი
    1. გადახდისა და შეკვეთის შეტყობინება
    2. ჩაბარება

 

1.1 მაღაზიაში შესვლა

ჩვენი პროდუქტების, თაიგულების ჩამონათვალის სანახავად, მთავარ მენიუში უნდა გადავიდეთ ბმულზე “ყვავილები”.

1.1

 

1.2 პროდუქტების ჩამონათვალი და სორტირება

მაღაზიის ხედში მოცემულია:

  1. პროდუქტების ჩამონათვალი;
  2. პროდუქტების განლაგების/სორტირების მეთოდი, რომელიც შეიძლება იყოს ფასით ზრდადი, კლებადი, პოპულარული და ა.შ;
  3. ფასის ფილტრი. ამ ფუნქციის გამოყენებით შეგვიძლია პროდუქტების ფილტრაცია საფასო შუალედის მიხედვით. მივუთითოთ სასურველი საფასო შუალედი, დავაწვეთ FILTER ღილაკს და პროდუქტების ჩამონათვალში (1) გამოჩნდება მხოლოდ მითითებული ფასის პროდუქტები.
  4. კატეგორიები. სასურველი ყვავილისა თუ თაიგულის უკეთ მისაგნებად, მაღაზიის პროდუქტები დახარისხებულია კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად. კატეგორიაზე დაკლიკებით პროდუქტების ხედში გამოჩნდება მხოლოდ მითითებული კატეგორიის პროდუქტები.

1.2

 

1.3 პროდუქტის შიდა ხედი

მაღაზიაში, პროდუქტზე დაკლიკებით გადავდივართ პროდუქტის შიდა გვერდზე. პროდუქტის შიდა გვერდზე განლაგებულია:

  1. პროდუქტის ფოტო-ალბომი
  2. პროდუქტის დასახელება
  3. ერთეულის ფასი
  4. პროდუქტის აღწერა
  5. კალათში დამატების ღილაკი (ADD TO CART) და კალათში დასამატებელი რაოდენობა.

1.3

 

1.4 პროდუქტის დამატება კალათში

შერჩეული პროდუქტ(ებ)ის შესაძენად, იგი უნდა დავამატოთ კალათში.

თითოეულ პროდუქტს, როგორც შიდა ხედში, ასევე მაღაზიის ჩამონათალში, აქვს ღილაკი “ADD TO CART”, სწორედ ამ ღილაკზე დაკლიკებით პროდუქტი დაემატება თქვენს კალათში.

1.4

 

2.1 კალათის გადახედვა და რედაქტირება

საიტის მარჯვენა ზედა კუთხეში (1) ჩანს ჩვენი კალათის მიმდინარე მდგომარეობა. მასზე ასახულია ჩვენი კალათის ჯამუღი ღირებულება და კალათში დამატებული პროდუქტების საერთო რაოდენობა.

მაუსის მიტანისას გამოჩნდება კალათში დამატებული პროდუქტების სია (2), კალათის რედაქტირების ხედზე გადასვლის ღილაკი (3) და შეკვეთაზე გადასასვლელი ღილაკი (4).

2.1-1

კალათის რედაქტირების ხედში ჩვენ შეგვიძლია ამოვშალოთ კალათში არსებული პროდუქტები ან შევცვალოთ მათი რაოდენობა:

2.1-2

2.2 შეკვეთაზე გადასვლა

თუ შევარჩიეთ პროდუქტი და დავამატეთ კალათში, უკვე შეგვიძლია მისი შეკვეთა.

შეკვეთის გასაკეთებლად უნდა დავაკლიკოთ კალათთან არსებულ ღილაკს “PROCEED TO CHECKOUT”.

2.2

 

3.1 შეკვეთის ფორმები

შეკვეთის საწყის ეტაპზე უნდა ავირჩიოთ ავტორიზაციის ფორმა. შეკვეთის გაკეთება შესაძლებელია საიტზე რეგისტრაციის გარეშე (1), საიტზე რეგისტრაციის შემდეგ (2) ან თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ ჩვენს საიტზე, შეგიძლიათ შეკვეთა განაგრძოთ თქვენი პროფილით (3). ნებისმიერ შემთხვევაში, რეგისტრაციითა თუ რეგისტრაციის გარეშე, შეკვეთა არის სრულიად უსაფრთხო. სიმარტივისათვის, გამოვიყენოთ შეკვეთა რეგისტრაციის გარეშე (1).

3.1-1

სისტემა აგდაგვიყვანს შესავსებ ფორმაზე, სადაც მარცხენა სვეტში (1) უნდა მიუთითოთ თქვენი მონაცემები: სახელი, მისამართი, ელ.ფოსტა და ა.შ. მარჯვენა სვეტში კი (2) უნდა მიუთითოთ ადრესატის მონაცემები. ის მისამართი, სადაც უნდა მივიდეს თქვენი შეკვეთა. ასევე მიტანის თარიღი, დრო და სხვა დეტალები. წითელი ფიფქით მონიშნული ველების შევსება სავალდებულოა.

3.1-2

ფორმის შევსების შემდეგ, გასაგრძელებლად უნდა დავაწკაპოთ მწვანე CONTINUE ღილაკს, რომელიც ფორმის ქვედა მარჯვენა კუთხეშია განთავსებული.

 

3.2 ადგილზე მიტანის სერვისი

ეკრანზე გამოსულ შემდეგ ხედში უნდა მივუთითოთ ადგილზე მიტანის სერვისი (1) საქართველოს სხვადასხვა ქალაქისათვის. მაგალითად, თუ გინდათ რომ თაიგული კურიერმა მიიტანოს თბილისის მისამართზე, ამოირჩევთ თბილისს, თუ გინდათ, რომ თაიგული კურიერმა ადრესატს მიუტანოს ბათუმის მისმართზე, ამოირჩევთ ბათუმს. თუ გსურთ, რომ თაიგულს თავად მოაკითხოთ ჩვენს სალონში, მიუთითეთ “მოვაკითხავ მაღაზიაში”.

ადგილზე მიტანის სერვისის შერჩევის შემდეგ, თქვენ ნახავთ საბოლოო ფასს (2) პროდუქტის ღირებულებას + ადგილზე მიტანის ღირებულება.

შეკვეთის მისაცემად სავალდებულოა მონიშნოთ წესებზე დათანხმების ოფცია (3) და დააკლიკოთ გადახდის გვერდზე გადასვლის ღილაკს (4).

3.1-3

 

3.3 თანხის გადახდა

თუ შესავსებ ფორმებში ყველაფერი სწორად მიუთითეთ, ეკრანზე გამოგიჩნდებათ თიბისი ბანკის ონლაინ გადახდის პლატფორმა, სადაც უნდა შეიყვანოთ თქვენი ბარათის მონაცემები. გადახდა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ბანკის VISA და MasterCard ბარათებით.

3.1-4

ბარათის მონაცემების შეყვანისა და გადახდის ღილაკზე კლიკის შემდეგ, ბანკის სისტემა ავტომატურად გადმოგამისამართებთ ისევ ჩვენს საიტზე და თქვენ დაინახავთ შეტყობინებას შეკვეთის სტატუსის შესახებ:

3.1-5

გილოცავთ, თქვენ წარმატებით დაასრულეთ შეკვეთის პროცესი :)

 

 

4.1 გადახდისა და შეკვეთის შეტყობინება

გადახდის დასრულებისთანავე, თქვენ მითითებულ ელ.ფოსტაზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას თქვენი შეკვეთის შესახებ. თუ წერილი არ გამოჩნდა თქვენს ფოსტაში, შეამოწმეთ spam დირექტორია.

4.2 ჩაბარება

მას შემდეგ, რაც ჩვენი კურიერი ულამაზეს თაიგულს მიიტანს თქვენ მიერ მითითებულ მისამართზე და ჩააბარებს ადრესატს, თქვენ მიიღებთ დეტალურ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე დასრულებული შეკვეთის შესახებ.