ვარდი 25 ცალი

ვარდი 25 ცალი

310.00

უმაღლესი ხარისხის ჰოლანდიური ვარდები

რაოდენობა :25ც

სიმაღლე 90სმ

კოდი: R-4 კატეგორია: ,

აღწერა

ვარდი 25 ცალი

ვარდი, ვარდები, ვარდების

ვარდი, ვარდები, ვარდების

ვარდი  – მებაღის რჩევები
საქართველოში ყველაზე პოპულარული მცენარეა, რომელსაც სისტემატური მოვლა და აღზრდა სჭირდება.
ამ ულამაზესი მცენარის მოვლისა და გამრავლების წესებზე სამების საკათედრო ტაძრის მებაღე მაია ქურდაძე გვესაუბრება.
ვარდი (ლათ. Rosa) ვარდისებრთა ოჯახის მცენარეა. ცნობილია, დაახლოებით, 400-მდე ველური სახეობა, რომლებიც, ძირითადად, გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე აღწევს.
ზოგიერთ სახეობას გრძელი (10-12 მ-მდე) ხვიარა ტოტები აქვს, ღერო დაფარულია ეკლებით.
ფოთოლი კენტფრთისებრია, ღეროზე მორიგეობით განლაგებული.

ყვავილი მარტივია ან ბუთხუზა (2-15 სმ დიამეტრის), არომატული ან უსუნო, შეფერილობით შიძლებ იყოს – ვარდისფერი, წითელი, თეთრი, ყვითლი, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი.
შეკრებილია ქოლგისებრ-საგველა ყვავილედებად ან ერთეულია.
ნაყოფი ერთთესლიანი (ზოგჯერ რამდენიმეთესლიანი) კაკლუჭაა, რომელიც ხორცოვან ცრუნაყოფშია მოთავსებული.
ვარდის ზოგიერთი სახეობა ეთეროვანი ზეთების მისაღებად გამოიყენება. ვარდისგან ამზადებენ აგრეთვე მურაბას. ბევრი სახეობის ცრუ ნაყოფის რბილობი კი C და P ვიტამინებს შეიცავს.
საქართველოში ვარდის 30-მდე სახეობა იზრდება.
მოვლა
ვარდი აუცილებლად მზიან ადგილას უნდა დაირგას, რადგან ჩრდილში სუსტად იზრდება, უღიმღამოდ ყვავის და ადვილად ავადდება.
ადვილად ზიანდება ასევე ძლიერი ქარისგანაც – ხშირად არა მარტო ფოთლები და ყვავილები ზიანდება, არამედ შეიძლება, ტოტებიც დაიმტვრეს.
ვარდს უხვად მორწყვა უყვარს, ოღონდ ნიადაგი წყლის კარგად გამტარი უნდა იყოს. დამდგარ წყალს ვერ იტანს. კარგი იქნება თუ გაზაფხულზე სასუქს შეაშველებთ.
როგორც წესი, ეს გადამწვარი ნაკელი ან მინერალური აზოტიანი სასუქი უნდა იყოს.
ზაფხულში, პირველი ყვავილობის დამთავრების შემდეგ კომბინირებული მინერალური სასუქიც შეგიძლიათ მისცეთ.
გასხვლა
ვარდებისთვის გასხვლა აუცილებელი პროცედურაა და მცენარეს გაახალგაზრდავებასა და ზრდაში ეხმარება. აუცილებელია, მცენარე ზამთრის ბოლოს ან ადრე გაზაფხულზე – თებერვალ-მარტში გაისხლას, სანამ დაბერილი კვირტები დაიწყებს გაზრდას.

უკვე გაშლილი კვირტების დროს გასხვლა ზრდა-განვითარებასაც აფერხებს და ყვავილობასაც უშლის ხელს.
გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ტიპის ვარდები სხვადასხვანაირად ისხვლება: ჩაის ანუ ჩვეულებრივ ბუჩქის ფორმით მოზარდი ვარდები.
ვარდი (ლათ. Rosa) — მცენარის გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა (ასკილი), რომლებიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში.
საქართველოში 25-მდე სახეობაა. ვარდი მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ბუჩქია, რომლის სიმაღლე 15 სმ-იდან 2 მ-მდე აღწევს.
ყვავილების ინტერნეტ მაღაზია, ყვავილების ონლაინ მაღაზია.

Title

Go to Top