აღწერა
ტიტები, ტიტა, ტიტებით
ტიტები (ლათ. Tulipa)— არის ბალახოვან მცენარეთა გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. აქვს კვერცხისებრი ან მომრგვალო ბოლქვი, ცილინდრული, სწორმდგომი ღერო. რომლის სიმაღლე 6—50 სმ აღწევს, ზედ 2—6 ოთოლია. ღეროზე უვითარდება ერთი (ან რამდენიმე) ღია ფერის ყვავილი. ყვავილი მზიან ამინდში გადახსნილია. ღამით — დახურული.
ნაყოფი სამწყნაგიანი კოლოფია, თესლი ბრტყელია, მოყავისფრო ყვითელი. ტიტა მრავლდება თესლით, კულტურაში — თესლითა და ბოლქვაკებით.
გვარში 140 სახეობაა. საქართველოში ქართლის რაიონებში ტიტას 2 სახეობა ხარობს . ეიხლერის ტიტა და ბიბერშტენის ტიტა. ამჟამად კულტურაშია ველური სახეობებისაგან მიღებული 4000–ზე მეტი ჯიში. ტიტას ყვავილი სურნელოვანია. ზოგიერთი ჯიშის გარდა. ყვავილობს საშუალოდ 15 დღეს, საგვიანო ჯიშები — 25—30 დღემდე.
ტიტა იყოფა ღეროს სიმაღლისა და ყვავილის ფორმის მიხედვით. შემდეგ საბაღო ჯგუფებად: მარტივი ადრეულა, ბუთხუზყვავილა ადრეულა, ტრიუმფი, კოტეჯისა და სხვა.
ტიტას იყენებენ დეკორატიულ მებაღეობაში. ყვავილწნულების გასაფორმებლად, თაიგულებად. ტიტების თაიგული გამოდის გამსაკუთრებულად ლამაზი.
ჰოლანდიური ყვავილები
ეიხლერის ტიტა, წითელი ტიტა (ლათ. Tulipa undulatifolia) — მრავალწლოვანი ბალახოვანი ბოლქვოვანი მცენარე შროშანისებრთა ოჯახისა. ღერო შეფოთლილია, 10–45 სმ სიმაღლის. ფოთოლი რაოდენობით ჩვეულებრივ 3-ია, აქვს ხუჭუჭა კიდეები. ყვავილი ერთია, ორსქესიანი, საკმაოდ მსხვილი, 4–7 სმ სიგრძის, წითელი, ალისფერი. ყვავილსაფრის ფოთლები თავწაწვეტებულია, შიგნიდან შავი ლაქით, რომელიც ყვითელი არშიითაა გარშემოვლებული. ნაყოფი სამწახნაგოვანი კოლოფია, ბრტყელი თესლებით.[1]
წითელი ტიტა ძველ ქართულ სამედიცინო წყაროებში ვირის ბოლოკის სახელითაც იხსენიება. სამკურნალოდ იხმარებოდა მისი თესლი და წვენი. მას მიაწერდნენ სისხლის, „ტანშიგა ყვითელი წყლისა და წალას“ გამწმენდ სამკურნალო თვისებებს. იყენებდნენ ასევე ფაღარათისა და კბილის ტკივილის დროს. დეკორატიული მცენარეა, წარმოადგენს საწყის სასელექციო მასალას ჰიბრიდიზაციისათვის. ყურადსაღებია ფლორის ისტორიის თვალსაზრისითაც.[1]
წარმოადგენს აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ენდემურ სახეობას. საქართველოში დღეისათვის მხოლოდ მცხეთისა და საგურამოს მიდამოებშია შემორჩენილი. საქართველოს გარეთ — აზერბაიჯანში. პეტერბურგის ბოტანიკურ ბაღში 1872 წელს წითელი ტიტა პირველად იქნა კულტურაში შეყვანილი.[1]