ჰოლანდიური ორქიდეა და ვარდები ხის ბრენდირებულ კოლოფში
ორქიდეა ჰოლანდიური ვარდებით
280.00₾
აღწერა
ორქიდეა ჰოლანდიური ვარდებით
ორქიდეა, ჯადვარი, (ლათ. Orchis) — მცენარეთა გვარი ჯადვარისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. თავთავისებრ ყვავილედში თავმოყრილი აქვთ ვარდისფერი, ლილისფერი, სოსანი, მეწამული ან (იშვიათად) მოყვითალო ყვავილები.
ცნობილია ორქიდეის 115-მდე სახეობა, რომლებიც გავრცელებულია ევრაზიაში, ჩრდილოეთ აფრიკასა, ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 20-მდე სახეობაა.
იზრდება ტყის შუა სარტლიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყეებში, ტყის პირებზე და ბუჩქნარში, მდელოზე, ტენიან და დაჭაობებულ ადგილებზე.
ქართული ჯადვარი (Orchis iberica) ვარდისფერყვავილოანია, კავკასიური ჯადვარი (Orchis caucasica) — მუქი მეწამული. Orchis flavescens — მოყვითალო.
ყვავილი — თესლოვანი მცენარეების სქესობრივი გამრავლების ორგანო; ყვავილი დამოკიდებული რეპროდუქციული ყლორტია, რომელშიც ხდება მიკრო- და მეგასპოროგენეზი, დამტვერვა, განაყოფიერება, ჩანასახის, ენდოსპერმისა და ნაყოფის განვითარება.
ყვავილი კენწრულია, ყუნწიანი ან, იშვიათად, უყუნწო ანუ მჯდომარე. ყუნწის ზედა, გაფართოებული ნაწილი, ყვავილსაჯდომია, რომლის მუხლებზეც განლაგებულია ყვავილის სტერილური და ფერტილური ნაწილები. ყვავილსაჯდომი სხვადასხვა ფორმისაა. ჯამის ფოთოლაკები ქმნიან ჯამს, რომელიც იცავს ყვავილს, განსაკუთრებით კოკრობისას;
იგი ფიტოსინთეზის დამატებითი ორგანოცაა. ჯამის ფოთოლაკები განცალკევებული ან შეზრდილია. ჯვარედინმტვერია მცენარეებში გვირგვინი ემსახურება მწერების მოზიდვას. ჯამი და გვირგვინი ქმნის ყვავილსაფარს. იგი შეიძლება იყოს ორმაგი ან მარტივი.
ყვავილის ცენტრში მტვრიანები და ნაყოფფოთლებია. წარმოშობისა და ფუნქციის მიხედვით მტვრიანები მიკროსპოროფილებია. მათგან უფრო პრიმიტიული მტვრიანები წარმოადგენს ბაბთისებრ ფირფიტას, რომელზეც ფირფიტის ქსოვილში მეტ-ნაკლებად ჩამჯდარი 4 წყვილ-წყვილად განწყობლი მიკროსპორანგიუმებია. ევოლუციურად უფრო მაღალ საფეხურზე მტვრიანა შედგება სამტვრე ძაფისა და სამტვრე პარკისაგან.
ყვავილების მტვრიანების ერთობლიობას ანდროცეუმი ეწოდება. ზოგჯერ მტვრიანები სამტვრე ძაფებით არის შეზრდილი ერთმანეთთან, ყვავილსაფართან და ნაყოფფოთლებთან.
ნაყოფფოთლები სახეშეცვლილი მეგასპოროფილებია. ნაყოფფოთლების შედარებით უფრო პრიმიტიული ტიპი ახასიათებს დეგენერიას და ტასმანიას გვარებს.
ნაყოფფოთლის ზედა ნაწილი წაგრძელებულია და ქმნის სვეტს, რომელიც სპეციალური ჯირკვლოვანი ქსოვილით — დინგით ბოლოვდება.
The Orchidaceae are a diverse and widespread family of flowering plants, with blooms that are often colourful and fragrant, commonly known as the orchid family.
Along with the Asteraceae, they are one of the two largest families of flowering plants. The Orchidaceae have about 28,000 currently accepted species, distributed in about 763 genera.
The determination of which family is larger is still under debate. because verified data on the members of such enormous families are continually in flux.